მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს" - რა დაადგინა სუს-მა "იმედის" 45 წუთით გათიშვაზე

ტელეკომპანია
15.10.25 16:57
616

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, “იმედის” და ჰოლდინგში შემავალი არხების მაუწყებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით დანაშაულებრივი ფაქტი არ დასტურდება.

უწყების თანახმად, ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს ტელეკომპანიის შიდა ერთ-ერთ ელექტრომოწყობილობაზე.

"ტელეკომპანია “იმედის” და ჰოლდინგში შემავალი არხების - “მაესტროსა” და “ჯიდიესის” მაუწყებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გამოძიებით დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს ტელეკომპანიის შიდა ერთ-ერთ ელექტრომოწყობილობაზე, რის გამოც მაუწყებლობა 45 წუთის განმავლობაში გაითიშა.

გამოძიების მასალების მიხედვით დანაშაულებრივი ფაქტი არ დასტურდება. შესაბამისად, ანალოგიური საბოლოო საექსპერტო დასკვნის მიღების შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდება",- წერია სუსის განცხადებაში.

შეგახსენებთ, 45 წუთით "იმედის" გათიშვის გამო, სუსმა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები