მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადგილობრივ აეროპორტებში მგზავრთნაკადმა პანდემიამდელ პერიოდს გადააჭარბა

64ae82a28c06e
მარიამ ვარადაშვილი
12.07.23 23:00
638
2023 წლის იანვარ-ივნისში მესტიის აეროპორტი 5 127 მგზავრს მოემსახურა, რაც 60%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე 47%-ით აღემატება 2019 შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

ინფორმაციას ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

რაც შეეხება ამბროლაურის აეროპორტს, საანგარიშო პერიოდში აეროპორტმა 841 მგზავრი მიიღო, რაც 5%-ით ნაკლებია 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელზე, ხოლო 40%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობაზე. 2019 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, ნატახტარის აეროპორტში მგზავრთნაკადი 170%-ით გაიზარდა, ხოლო 2022 წლის პირველ ექვს თვესთან შედარებით ზრდა 86%-ს შეადგენს.

მიმდინარე წელს აეროპორტი ჯამში 9 295 მგზავრს მოემსახურა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2023 წლის პირველ ექვს თვეში, საქართველოს აეროპორტები 2 485 263 მგზავრს მოემსახურა, რაც 45%-ით აღემატება 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას. ამასთან, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში აეროპორტებში დაფიქსირებული მგზავრთნაკადი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას ფაქტობრივად გაუტოლდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები