მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადგილობრივ ფერმერებს ბევრი აქვთ გასაკეთებელი, რომ ჩვენი ბაზრის პოტენციალი ევროპაში გავზარდოთ - ივა ჭყონია

ივა ჭყონია

ადგილობრივ ფერმერებს ბევრი აქვთ გასაკეთებელი, რომ ჩვენი ბაზრის პოტენციალი ევროპაში გავზარდოთ, - ამის შესახებ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესს ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ #BMGDRIVE-ში სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, თუ გვინდა, რომ საქართველო საბოლოოდ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს, ეს სტანდარტების დაკმაყოფილებას ნიშნავს, რის განხორციელებაზეც, ბიზნესთან ერთად სახელმწიფომ უნდა იზრუნოს.

„კანდიდატის სტატუსი ძალიან დიდი პასუხისმგებლობის აღებას ნიშნავს, რადგან კანდიდატის სტატუსის ქვეშ გაცილებით მეტი გვაქვს გასაკეთებელი, ევროკავშირის წევრი ქვეყანა რომ გავხდეთ. სტატუსის შემდეგ, უფრო მეტად გვაკვირდებიან. არის ქვეყნის შიგნით ისეთ პრობლემატური საკითხები, რომლებიც პოლიტიკურად არის გადასაწყვეტი, ვიდრე ეს მხოლოდ ბიზნესსექტორმა გააკეთოს.

კანდიდატის სტატუსი იმას ნიშნავს, რომ შეიძლება პოტენციურმა ინვესტორმა პროექტი მოამზადოს, რომ ქვეყანაში შემოვიდეს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის და გვჭირდება მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ ინვესტორები კარს შემოგვიმტვრევენ და შემოვლენ.

ადგილობრივ ფერმერებს ძალიან ბევრი ნაბიჯი აქვთ გადასადგმელი, რომ ევროპულ ოჯახში ადგილი დავიმკვიდროთ. ასევე სახელმწიფომ უნდა იმუშაოს ბევრი, რათა მაქსიმალურად მოვწყდეთ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელზე დამოკიდებულებას და საქართველოს ბაზრის პოტენციალი ევროპაში გავზარდოთ.

ასევე ძალიან ბევრი ნაბიჯი აქვთ ადგილობრივ ფერმერებს გადასადგმელი, რომ ევროპულ ოჯახში ადგილი დავიმკვიდროთ“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები