მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადგილობრივი არასამთავრობო ობლიგაციების ბაზარი ₾6.4 მილიარდამდე გაიზარდა - სებ

კაპიტალის ბაზარი

საქართველოს ეროვნული ბანკის კაპიტალის ბაზრის მიმოხილვის თანახმად, ადგილობრივი არასამთავრობო ობლიგაციების ბაზარი, 2014-2025 წლებში მნიშვნელოვნად, 106 მილიონი ლარიდან, 6.4 მილიარდ ლარამდე, გაიზარდა.

2026 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით, საჯარო კორპორაციული და IFI ობლიგაციები ჯამურად მთლიანი არასამთავრობო ობლიგაციების 97%-ს შეადგენს (43% და 54%, შესაბამისად).

მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ დალისტული კორპორაციული ობლიგაციების უპირატესობები (საგადასახადო შეღავათები, გამჭვირვალობა, ლიკვიდურობა და სხვა) კერძო ემისიებს ნაკლებად მიმზიდველს ხდის და მათი წილი მხოლოდ 3%-ია.

ისტორიულად, მხოლოდ სამი ემისია (რომელიც თავდაპირველად უცხოურ ბაზრებზე იყო გამოშვებული) იყო ორმაგად დალისტული საქართველოს ბაზარზე. აღნიშნული ემისიები განხორციელდა 2019 წელს, ჯამური ღირებულებით დაახლოებით 1.8 მილიარდი ლარი.

არასამთავრობო ობლიგაციები, ნაშთი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები