2026 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოს კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის ზომა 3.2 მილიარდ ლარამდეა გაზრდილი. ტრადიციულად ყველაზე მეტი ობლიგაცია დოლარშია დენომინირებული და 1.6 მილიარდ ლარს შეადგენს, ლარის ობლიგაციების ზომა ცოტა ნაკლები 1.4 მლრდ ლარია, ხოლო ევროში დენომინირებული ობლიგაციების ღირებულება 121 მლნ ლარს შეადგენს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბოლო წლებში ლარში ემისიები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

სექტორების მიხედვით ყველაზე მეტი ობლიგაცია საფინანსო, ავტო, უძრავი ქონების და ენერგეტიკის სექტორშია გამოშვებული. გასულ 2025 წელს ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციების ბაზარზე ჯამში რვა ემისია განხორციელდა, ყველაზე მსხვილი ემიტენტები Georgian Healthcare Group და Tegeta Motors-ი იყვნენ 350 და 200 მლნ ლარით. ლარში დენომინირებული ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი 3-4%-ის ფარგლებშია, რასაც რეფინანსირების განაკვეთის მოცულობა ემატება, რაც ნიშნავს, რომ საბოლოო 12%-მდე იზრდება. დოლარის შემთხვევაში საშუალო საპროცენტო განაკვეთი 8-8.5%-ის ფარგლებშია.




























