მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ადგილობრივი მწარმოებლების პრობლემა ისაა, რომ ქართული ნატურალური რძე არავის უნდა"

5e3e54a2dcaa6
ანი ციხისთავი
08.02.20 11:44
1238
2019 წლის 9 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოფლის მეურნეობის მინისტრსა და სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა, სადაც მეცხოველეობის ხელშეწყობისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე ისაუბრა.

“შეხვედრის შემდეგ მეცხოველეობისთვის ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა, მაგრამ ჯერ ისევ მოლოდინის რეჟიმში ვართ”,- ამის შესახებ Bm.ge-ისთან კომპანია “ელიის კალათის” დამფუძნებელმა ზურა მასურაშვილმა ისაუბრა.

მასურაშვილის განცხადებით, ადგილობრივი მწარმოებლების მთავარი პრობლემა ისაა, რომ “ქართული ნატურალური რძე არავის უნდა”.

“მომხმარებელს ქართულ ნატურალურ რძესა და მდარე ხარისხის იმპორტირებულ ფხვნილს შორის უწევს არჩევანის გაკეთება. ჩვენთან ადამიანებს ხშირ შემთხვევაში ურჩევნიათ, დაბალი ხარისხის პროდუქტი შეიძინონ, რადგან ის ბევრად უფრო იაფი უჯდებათ”,- აღნიშნავს “ელიის კალათის” დამფუძნებელი.

მასურაშვილის თქმით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად მთავრობამ იმპორტირებული პროდუქტის ხარისხის კონტროლი უნდა დაიწყოს. ამასთანავე, ის ფიქრობს, რომ საქართველოსთვის ენდემური პროდუქტები, როგორებიცაა: მაწონი, სულგუნი, იმერული ყველი არ შეიძლება, რომ იმპორტირებული რძით მზადდებოდეს.

“მოკლედ რომ ვთქვა, რეგულაციებია საჭირო”,- აცხადებს ზურა მასურაშვილი.

მასურაშვილის თქმით, დეკემბრის შეხვედრაზე, მეცხოველეობის წარმომადგენლებმა მთავრობის მხრიდან დაპირებები სწორედ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების შესახებ მიიღეს, რომელთა განხორციელებასაც ჯერ კიდევ ელოდებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები