მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადგილობრივი ნედლეულით რძის ნაწარმის ექსპორტი შეუძლებელია - “ქართული რძის პროდუქტები”

6228a284357a9
ლიკა გურაბანიძე
12.03.22 23:58
1509
“საქართველოში ნედლი რძის დეფიციტია და ის ადგილობრივი მოთხოვნის 10%-საც ვერ აკმაყოფილებს” - ასე ეხმაურება “ქართული რძის პროდუქტების” მწარმოებელი კომპანიის დირექტორი გიორგი ლიპარტელიანი, რუსეთის ბაზარზე ქართული რძის ნაწარმის დაშვების საკითხს. მისი თქმით, ლოგიკურად არა მარტო რუსეთში, ადგილობრივი ნედლეულით ექსპორტი ნებისმიერ სხვა ქვეყანაშიც შეუძლებელია. 

“თუ მაგალითად, ქართულ ნატურალურ რძეზე დამზადებული ყველი ექსპორტზე გავა და ის ბაზარი მსხვილი იქნება, ჩათვალეთ, რომ საქართველოში ყველი აღარ გვექნება. ექსპორტზე ფიქრი ცოტა სარისკოა და ადგილზე მყარად დგომაა მნიშვნელოვანი, რადგან ახლა სავარაუდოდ კრიზისია მოსალოდნელი, რომელსაც ქართული კომპანიები მხოლოდ სწორი გადაწყვეტილებების შემთხვევაში გაუძლებენ” - აღნიშნა გიორგი ლიპარტელიანმა.

მისივე განმარტებით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო, პრობლემები შეექმნება რძის ფხვნილის იმპორტსაც, რადგან რძის ფხვნილის უმსხვილესი ექსპორტიორი უკრაინა და ბელარუსია.

“მსოფლიოს რძის პროდუქტების დამზადებისთვის საჭირო ნედლეულის დეფიციტი შეიძლება შეექმნას. ამ მდგომარეობას, ომს და მისგან გამოწვეულ კრიზისს, წინასწარ მომზადებული ვერავინ შეხვდებოდა. შემდგომი ორი თვის განმავლობაში რძის ფხვნილის მარაგები გვაქვს, თუმცა მერე რა იქნება არ ვიცით. თუ ომი კიდევ გაგრძელდა, დაახლოებით ერთ თვეში საქართველოში ჩვენს სფეროში ნედლეულის სერიოზული დეფიციტები იქნება” - განმარტა “ქართული რძის პროდუქტების” მწარმოებელმა კომპანიამ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები