საქართველოდან საფრენი აპარატების და საფრენი აპარატების ნაწილების ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა.
"საქსტატის" მონაცემებით. 2025 წლის 11 თვეში საქართველოდან ადგილობრივი ექსპორტის სახით 7.03 მლნ დოლარის საფრენი აპარატები და 12.475 მლნ დოლარის საფრენი აპარატების ნაწილები გავიდა. მაშინ როდესაც 2024 წლის ამავე პერიოდში საფრენი აპარატების ექსპორტი 0.45 მლნ დოლარს, ხოლო საფრენი აპარატების ნაწილების ექსპორტი 5.606 მლნ დოლარს შეადგენდა.
საფრენი აპარატების და ნაწილების ადგილობრივი ექსპორტი
2025 წელი 11 თვე / 2024 წლის 11 თვე
- საფრენი აპარატები - 7.03 მლნ დოლარი / 0.45 მლნ დოლარი
- საფრენი აპარატების ნაწილები - 12.475 მლნ დოლარი / 5.606 მლნ დოლარი
წყარო: საქსტატი
რეექსპორტის ჩათვლით, 2025 წლის 11 თვეში საექსპორტო ბაზრებზე 20.446 მლნ დოლარის საფრენი აპარატების მიწოდება მოხდა, 2024 წლის 11 თვეში ეს მაჩვენებელი 12.155 მლნ დოლარი იყო. რაც შეეხება საფრენი აპარატების ნაწილების ექსპორტს ეს მაჩვენებელი 15.807 მლნ დოლარს შეადგენდა, 2024 წლის 11 თვეში 8.557 მლნ ნაცვლად.
საფრენი აპარატის ნაწილების საექსპორტო ბაზრებს შორის აშშ ლიდერობს. სამეულში არიან გერმანია და ყაზახეთი
საფრენი აპარატის ნაწილების საექსპორტო ბაზრები
2025 წლის 11 თვე
- აშშ - 10.467 მლნ დოლარი
- გერმანია 2.707 მლნ დოლარი
- ყაზახეთი - 1.2 მლნ დოლარი
რაც შეეხება საფრენ აპარატებს. ამ კატეგორიაში ექსპორტში პირველ ადგილზეა გერმანია - 7.158 მლნ დოლარით. მეორზე უზბეკეთი 7 მილიონის ექსპორტით ხოლო მესამეზე კონგო 6.250 მლნ დოლარით.
სავარაუდოდ, საფრენი აპარატების ნაწილების ექსპორტის ზრდა დაკავშირებულია კომპანია "აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები-ციკლონის" ქარხნის მიერ პროდუქციის გაზრდასთან. კომპანია კომპოზიტური ნაწილებით საქართველოში Boeing-ის 787-ის დეტალებს ამზადებს.




























