გერმანულმა სატელეკომუნიკაციო გიგანტმა, Deutsche Telekom-მა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტისა და ავტომატიზაციის გაფართოების ხარჯზე, 2023 წელთან შედარებით 2030 წლისთვის არაპირდაპირი ხარჯების დაახლოებით €2.5 მილიარდით ($2.8 მლრდ.) შემცირებას შეძლებენ. როგორც ირკვევა, ოპტიმიზაციის პირველ ეტაპზე, 2027 წლისთვის კომპანია აშშ-ის ბაზრის მიღმა დაახლოებით €1.1 მილიარდის ($1.23 მლრდ.) დაზოგვას ელის.
Deutsche Telekom-ში აღნიშნავენ, რომ ხელოვნური ინტელექტი ფიჭურ ქსელში პიკურ დატვირთვას ადრეულ ეტაპზევე ავლენს. ციფრული ალგორითმები მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტებს ეხმარება და წარმოქმნილი ხარვეზების დაუყოვნებლივ გადაჭრას უზრუნველყოფს.
აღსანიშნავია, რომ კომპანია მიღებული დამატებითი დანაზოგის ნაწილობრივ გერმანიის ციფრულ ინფრასტრუქტურასა და ოპტიკურ-ბოჭკოვან ქსელში რეინვესტირებას გეგმავს.
ცნობისთვის, გერმანულმა სატელეკომუნიკაციო გიგანტმა საკუთარი ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის გაფართოების მიზნით, მიმდინარე წლის თებერვალში მიუნხენში ხელოვნური ინტელექტის ღრუბლოვანი სერვისების ცენტრიც გახსნა.
























