მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Alibaba-ს აქციები მკვეთრად დაეცა – რა არის მიზეზი?

Alibaba

ხელოვნურ ინტელექტში ინვესტიციების დასაფინანსებლად ჩინურმა Alibaba-მ ბირჟაზე დამატებით $10.2 მილიარდის ღირებულების აქციები განათავსა, რასაც ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე კომპანიის შეფასების მკვეთრი, 10%-იანი ვარდნა მოჰყვა.

როგორც ირკვევა, ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Alibaba-მ, არაამერიკელ ინვესტორებზე $10.2 მილიარდის საერთო ღირებულების 710 მილიონი ახალი აქცია გაყიდა. ტექნოლოგიური გიგანტის განცხადებით, მოზიდული თანხის 100% ხელოვნური ინტელექტის სრულყოფილ განვითარებასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის გაფართოებას მოხმარდება.

კაპიტალის მოზიდვის ეს ნაბიჯი რამდენიმე დღეში მოჰყვა კომპანიის კვარტალურ ფინანსურ ანგარიშს, რომელშიც წმინდა მოგების 75%-იანი ვარდნა დაფიქსირდა. მოგების შემცირება სწორედ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კაპიტალური დანახარჯების 75%-იან ზრდას უკავშირდება.

ტექნოლოგიურმა გიგანტმა განაცხადა, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში Cloud-ტექნოლოგიებსა და ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაში კომპანია ინვესტიციების მკვეთრ ზრდას აპირებს, რადგან თუ Alibaba ამას არ იზამს, მას კონკურენტები გადაასწრებენ და ის მომავალში ბაზრის მიღმა აღმოჩნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები