მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინური AI ჯერ საშიშ დონემდე განვითარებული არ არის - Huawei

ჩინური ai

ჩინური AI-მოდელები შესაძლოა ჯერ კიდევ არ იყვნენ იმ დონეზე განვითარებულნი, რომ ამერიკული წამყვანი კომპანიების მიერ დაფიქსირებული საფრთხეები სერიოზულად აღიქვან. ამის შესახებ ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის, Huawei-ს თავმჯდომარემ, ერიკ სუმ შანხაიში გამართულ ყოველწლიურ კონფერენციაზე, Connect-ზე განაცხადა.

მისი შეფასებით, ჩინურმა კომპანიებმა უსაფრთხოების რისკების მართვასა და ინოვაციების დაჩქარებას შორის ბალანსი უნდა დაიცვან, თუმცა თავი ზედმეტად არ უნდა შეიზღუდონ. სუს განმარტებით, აშშ-ის წამყვან დეველოპერებს წარმოუდგენელი გამოთვლითი სიმძლავრეები აქვთ, რის გამოც შესაძლო რისკებს პირველები სწორედ ისინი ხედავენ. შესაბამისად, ჩინურმა მხარემ განვითარების ტემპს უნდა მოუმატოს, რათა AI ტექნოლოგიების განვითარების ამერიკულ დონეს მიაღწიოს და ანალოგიური საფრთხეები თავადაც გააანალიზოს.

Huawei-ის თავმჯდომარე ფაქტობრივად საჯაროდ აღიარებს, რომ ჩინური ტექნოლოგიური ინდუსტრია სილიკონის ველს რამდენიმე წლით ჩამორჩება და შესაბამისად, იმ სიმძლავრის AI, როგორიც ახლა Anthropic-სა და OpenAI-ის აქვთ, ამჟამად აზიური სახელმწიფოსთვის ხელმისაწვდომი არ არის.

ამასთან, Huawei-სი ხელმძღვანელი ავტონომიური AI აგენტების მკვეთრ გამრავლებას პროგნოზირებს. კომპანიის ოფიციალური პროგნოზით, 2035 წლისთვის სამუშაოებისა და დავალებების დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე სისტემები გლობალური AI გამოთვლითი ტრაფიკის 90%-ზე მეტს დაიკავებენ. ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის გათვლებით, აღნიშნული პერიოდისთვის აქტიური აგენტების რაოდენობა 900 მილიარდს მიაღწევს, რის გამოც აგენტების უსაფრთხოება და მონაცემთა კონფიდენციალურობა საკვანძო მიმართულებად ჩამოყალიბდება.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ Huawei ჩინურ ბაზარზე დაახლოებით ისეთი მნიშვნელობის კომპანიაა, როგორიც აშშ-ის ბაზარზე Apple, NVIDIA და OpenAI-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები