მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადგილობრივი ტურისტების დანახარჯებმა თვეში საშუალოდ ₾273 მლნ შეადგინა - საქსტატი

თბილისი

საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის I კვარტალში ადგილობრივი ვიზიტორების თვიურმა ხარჯებმა საშუალოდ 273.6 მლნ ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი წლიურ ჭრილში 13%-ით არის გაზრდილი. ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი 7.4%-ით 172.7 ლარამდე გაიზარდა.

რაც შეეხება სხვა მაჩვენებლებს, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა თითქმის 1.3 მლნ იყო, რომელთაც ქვეყნის ტერიტორიაზე 1.6 მლნ-მდე ვიზიტი განახორციელეს.

ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 2%-ით გაიზარდა, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდზე.

ასევე 6.6%-ით 665 ათასამდე გაზრდილია ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თბილისში (საშუალოდ 415 ათასი) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 322.4 ათასი).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები