მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადგილობრივი ტურიზმი გაიზარდა - I კვარტალის სტატისტიკა

თბილისი
30.05.24 14:38
1500

2024 წლის I კვარტალში ადგილობრივი ტურიზმი გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, იანვარ-მარტში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა წლიურად 8.8%-ით გაიზარდა და 1 მილიონ 277 ათასი იყო. ვიზიტების რაოდენობა კი 6.8%-ით აღემატებოდა წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს და 1 მილიონ 555 ათასი შეადგინა. რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, 10.8%-ით გაიზარდა, 688.2 ათასამდე.

ვიზიტორების 37.3% მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა ვიზიტორების 53.4%-ს შეადგენდა.

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თბილისში (საშუალოდ 377.0 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 336.0 ათასი ვიზიტი თვეში). ვიზიტების უმრავლესობის (52.4%) მიზანი კი მეგობრების/ნათესავების მონახულება იყო.

პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯები 265.9 მილიონი ლარი იყო, რაც 8.6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 1.8%-ით და 170.9 ლარს უტოლდება. დანახარჯებში ყველაზე დიდი წილი საყიდლებზე მოდის:

  • საყიდლები - 95.2 მლნ ლარი, საშუალო ხარჯი ვიზიტზე - 61.2 ლარი;
  • საკვები და სასმელი - 56.6 მლნ ლარი, საშუალო ხარჯი ვიზიტზე - 36.4 ლარი;
  • ტრანსპორტი - 51 მლნ ლარი, საშუალო ხარჯი ვიზიტზე - 32.8 ლარი;
  • განთავსება - 15.8 მლნ ლარი, საშუალო ხარჯი ვიზიტზე - 10.1 ლარი;
  • გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები - 3.9 მლნ ლარი, საშუალო ხარჯი ვიზიტზე - 2.5 ლარი;
  • სხვა ხარჯი - 43.4 მლნ ლარი, საშუალო ხარჯი ვიზიტზე - 27.9 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები