მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე მაღალშემოსავლიანმა სპორტულმა კომპანია Adidas-მა ადამიანური რესურსების (HR) მმართველ თანამდებობასა და ბორდის წევრად მიშელ რობერტსონი წარადგინა. რობერტსონი სამუშაოს პირველი იანვრიდან შეუდგება და ის ამანდა რაიკუმარს შეცვლის, რომელმაც აღნიშნული თანამდებობა მიმდინარე წლის ივლისში დატოვა.
აღსანიშნავია, რომ რაიკუმარის მსგავსად რობერტსონიც ბორდის ერთადერთი ქალი წარმომადგენელი იქნება.
“ალბათ ყველა ოცნებობს ისეთ დიდ კომპანიაში მუშაობაზე, როგორიც Adidas-ია, ასე რომ ძალიან გახარებული ვარ ამ შესაძლებლობით. პირობას ვდებ, რომ მე ორგანიზაციის 60 ათას თანამშრომელთან ერთად ბრენდს კიდევ უფრო დიდებულს გავხდი და შევუნარჩუნებ მოწინავე სტატუსს ბაზარზე. დიდი ხანია ამ ორგანიზაციაში სხვადასხვა პოზიციებზე ვმუშაობ, აქაურ ხალხს ვიცნობ და ზუსტად ვიცი რისი გაკეთებაა საჭირო ახალ დონეზე გადასასვლელად” - განაცხადა მიშელ რობერტსონმა.
შეგახსენებთ, რომ Adidas-ის შემოსავალი მიმდინარე წელს 23,5 მილიარდ დოლარს შეადგენს და ამ მაჩვენებლით, მხოლოდ Nike-ის ჩამორჩება, რომელმაც 50 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.