მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Adidas-მა გერმანიის ნაკრების ოფიციალურ ფორმაზე ნომერი - 44 გააუქმა

გერმანიის ნაკრები 44

გერმანულმა სპორტული ტანსაცმელების მწარმოებელმა ბრენდმა Adidas-მა მშობლიური ქვეყნის 44 ნომრიანი მაისური ყველანაირ სპორტის სახეობაში ხმარებიდან ამოიღო.

მიუხედავად იმისა, რომ საფეხბურთო ნაკრებს 1-დან მაქსიმუმ 26 ნომრამდე მაისურების გამოყენება შეუძლია და 44-ნომრიან მაისურს ფიზიკურად ვერავინ მოირგებს, Adidas-მა ეს გადაწყვეტილება მაინც მიიღო და ამიერიდან გულშემატკივრებსაც აღარ შეეძლებათ გერმანიის 44 ნომრიანი მაისურის ოფიციალური მაღაზიიდან შეძენა.

საქმე ისაა, რომ გერმანიის ოფიციალურ მაისურზე ნომერ 4-ის დიზაინი ძალიან ჰგავს ნაცისტური გერმანიის დროინდელ ლათინურ ასო SS-ს, რომელიც აკრძალული სიმბოლოა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა Adidas-ის წარმომადგენელი ოლივერ ბრიუგენი, რომლის განცხადებითაც კომპანია ყველანაირი ძალადობის და სიძულვილის მოწინააღმდეგეა:

“44-ე ნომერს რაც შეიძლება მალე ამოვიღებთ. ჩვენთან 100-ზე მეტი ეროვნების ადამიანი მუშაობს. ჩვენი კომპანია მრავალფეროვნებას ემსახურება და ანტისემიტიზმის, ძალადობის და სიძულვილის გამოხატვის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგია” - განუცხადა გერმანულ გამოცემა “ბილდს” ოლივერ ბრიუგენმა.

ცნობისთვის, 2027 წლიდან Adidas-ი გერმანიის ეროვნული ნაკრების მხარდამჭერი აღარ იქნება და მას ამერიკული Nike-ი შეცვლის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები