მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში ძველი მეწყრული სხეული გააქტიურდა - გარემოს ეროვნული სააგენტო

სოფელი უდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ადიგენის მუნიციპალიტეტში ძველი მეწყრული პროცესი გააქტიურდა.

სამცხე-ჯავახეთში მოქმედმა საინფორმაციო პორტალმა SKnews.ge-იმ 19 თებერვლის საღამოს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში მეწყრული პროცესის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნული იყო, რომ სოფელში მიწაში გაჩენილი მზარდი ნაპრალების გამო, სახლების ნაწილი დაინგრა, ნაწილი კი დაიბზარა.

დღეს კი გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უწყების გეოლოგების ჯგუფი ადიგენის მუნიციპალიტეტში ჩავიდა, სადაც ადგილი სტაბილიზაციაში მყოფი, ძველი მეწყრული სხეულის გააქტიურებას აქვს დროებით.

„აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი“, - აცხადებენ სააგენტოში.

სააგენტოს ცნობითვე, ადიგენის გარდა სააგენტოს სპეციალისტები მუნიციპალიტეტების მოთხოვნის საფუძველზე ქვეყნის მასშტაბით გააქტიურებული გეოლოგიური პროცესების შეფასებას აგრძელებენ. კონკრეტულად კი ამ ეტაპზე ჯგუფები სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და იმერეთის რეგიონებში, კერძოდ ადიგენის, ბორჯომის, ხონისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში იმყოფებიან.

„სააგენტოს სპეციალისტების მიერ შეფასდება საცხოვრებელი და საკარმიდამო ნაკვეთები, ასევე, ინფრასტრუქტურული ობიექტები და შემდგომი დამცავი, საპრევენციო ღონისძიებების გასატარებლად შესაბამისი რეკომენდაციები გაიცემა“, - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები