მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადიგენში, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის 1,099,940 მლნ ევრო გამოიყო

კემპინგი

ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ მოხეში, პროექტის - „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში, ფაზა II“ ფარგლებში, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა - საპიკნიკე და საკემპინგე ადგილი მოეწყო.

ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პროექტის ფინანსური მხარდამჭერი საქართველოში სლოვენიის რესპუბლიკის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრია (CMSR). სლოვენიური პრაქტიკის გათვალისწინებით, სოფელ მოხეში მდებარე ჩანჩქერების კასკადს ახალი საფეხმავლო ბილიკიც დაემატა.

მათივე ცნობით, პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 1,099,940 ევროს შეადგენს, სადაც ეროვნული სატყეო სააგენტოს კონტრიბუცია 551,500 ევროა, ხოლო 548,440 ევრო საგრანტო თანხა. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მიმდინარე წელს, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კიდევ ორი სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის და ერთი საზაფხულო ბანაკის მოწყობა. პროექტი „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში“ სლოვენიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, მსოფლიო ბუნების ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამის და ზავიტა კონსალტინგის კონსორციუმის მიერ ხორციელდება.

„სლოვენიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ადიგენის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ტყის მრავალმიზნობრივი გამოყენება სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მოსახლეობის საშეშე რესურსზე ხელმისაწვდომობის გამარტივების მიზნით, ასევე, ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებებისთვის, მიმდინარე წელს დაგეგმილია სლოვენიური პრაქტიკის გათვალისწინებით სატყეო გზების მოწყობა-რეაბილიტაციაც“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები