მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Adjara Group-ის სასტუმროებში EU-დან ინდივიდუალური მოგზაურების რიცხვი გაიზარდა - ოთო ბერიშვილი

63ba8436286fc
თათია კაკიაშვილი
08.01.23 13:19
969
Adjara Group-ის აღმასრულებელი დირექტორის ოთო ბერიშვილის შეფასებით, 2022 წელი ტურიზმის ინდუსტრიისთვის გადაწყობის წელი იყო, რა დროსაც ორგანიზებული ტურიზმის შემცირდა და მის ნაცვლად ინდივიდუალური ტურიზმი განვითარდა.

BMGtv-ის რუბრიკა „თიბისი კონცეფტში“ Adjara Group-ისთვის გასული წლის შედეგებზე საუბრისას კომპანიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ჯგუფის მმართველობის ქვეშ არსებულ სასტუმროებში 2022 წელს ევროკავშირიდან ჩამოსული ინდივიდუალური მოგზაურების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„2022 ძალიან საინტერესო წელი იყო ტურიზმის კუთხით. მსოფლიოსა და საქართველოში მთელი ინდუსტრია სრულად გადაეწყო. Rooms-ის და Stamba-ს სასტუმროების შექმნის არსებული ჩანაფიქრის შედეგიანობა წელს დავინახეთ. ჩვენი დაკვირვებით, ზოგადად, მსოფლიოში ტურიზმში დიდი გადაწყობა იმ კუთხით მოხდა, რომ ორგანიზებული ტურიზმი შემცირდა... ამას ბევრი სხვა მიზეზი აქვს. თუმცა ამავდროულად, დავინახეთ აქტიური ზრდა მოგზაურებისა, რომლებიც თავად გეგმავენ - სად წავიდნენ, რა ტიპის სასტუმროებით, რესტორნებით და ბარებით დაინტერესდნენ. სწორედ ამ ტიპის ტურისტებში, განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნებიდან, განსაკუთრებული ზრდა დავინახეთ“, - აღნიშნა ოთო ბერიშვილმა და დასძინა, 2022 წელმა ჯგუფს ახალი სტრატეგიების განსაზღვრისა და დაგეგმვის შესაძლებლობა მისცა.

ცნობისთვის: „აჭარა ჯგუფის“ ჰოლდინგი ქვეყანაში ქართული ბრენდის სასტუმროებს Rooms-სა და Stamba-ს, ასევე საერთაშორისო ბრენდ Holiday Inn-ის სასტუმროებს და სხვადასხვა რეგიონში ბარ-რესტორნებს მართავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები