მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადმინისტრაციული რესურსი და არჩევნები - რა რისკები არსებობს?

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამშრომლებს და დირექტორებს, თბილისის მერიამ ფულადი ჯილდო, 100 ლარი ჩაურიცხა. შესაბამისი განკარგულება გამოცემულია და მას ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი აბესაძე ავრცელებს. როგორც მან Bm.ge-სთან განაცხადა, ეს ინფორმაცია თბილისის მერიიდან თავად გამოითხოვა. განკარგულება მიმდინარე წლის 25 აპრილით თარიღდება და ხელს დედაქალაქის მერი კახა კალაძე აწერს. ირაკლი აბესაძის მოსაზრებით, აღნიშნული თანხა ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით გაიცა. გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, საქართველოში ყველა 10 დასაქმებულიდან 5 საბიუჯეტო სამსახურის თანამშრომელია. კვლევაში ხაზგასმულია, რომ მუნიციპალიტეტებმა, ბოლო 5 წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაზარდეს საშტატო რიცხოვნობა ისე, რომ არ არის განმარტებული და დასაბუთებული დასაქმებულთა რაოდენობების ზრდის მიზეზი და აუცილებლობა.

სტუმარი: ირაკლი აბესაძე - ააიპ "სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები