"აშშ-ისა და ისრაელის ირანთან ომის გამო ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვების შეფერხების შემდეგ, გლობალური მარაგები თითქმის 1 მილიარდი ბარელი ნავთობით შემცირდა" - ამის შესახებ არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო ნავთობკომპანია ADNOC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სულთან ალ-ჯაბერმა განაცხადა.
ADIPEC-ის ენერგეტიკულ კონფერენციაზე გამოსვლისას მან განმარტა, რომ რეზერვების ინტენსიურმა ხარჯვამ ენერგორესურსების მიწოდების გლობალური ბუფერები გამოფიტა. ალ-ჯაბერის თქმით, ცალკეულ რეგიონებში დიზელის მარაგები სეზონურ 35-წლიან მინიმუმზე დავიდა, თხევადი ბუნებრივი აირის ბაზარმა კი 16.99 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის დეფიციტი განიცადა.
პარალელურად, ჰორმუზის სრუტეში შექმნილი შეფერხებების გამო, გადაზიდვებისა და ლოგისტიკის ხარჯები ერთი ბარელი ნავთობის თვითღირებულებაში, ომამდელი 5%-დან, 30%-მდე გაიზარდა.
შეგახსენებთ, გლობალური მარაგების ამოწურვის შესახებ გასულ თვეში Saudi Aramco-ს ხელმძღვანელმა, ამინ ნასერმაც ისაუბრა. მან განმარტა, რომ ბაზარზე 6 მილიარდ ბარელზე ნაკლები კომერციული რეზერვი რჩება, რომლის უდიდესი ნაწილიც პრაქტიკულად მიუწვდომელია.
























