მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Adobe-ს და Figma-ს $20-მილიარდიანი გარიგება ჩაიშალა

adobe

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Adobe-მ კომპანია Figma-ს 20 მილიარდ დოლარად შესყიდვის ინიციატივა გააუქმა და ამით გარიგება ოფიციალურად ჩაიშალა.

კომპანიების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გარიგების ჩაშლა პირდაპირ კავშირშია ევროკავშირისა და ბრიტანეთის მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან მომავალ ზეწოლასთან, რამაც კომპანიების შერწყმა შეუძლებელი გახდა.

მარეგულირებლის განმარტებით, გარიგება შეიცავს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევის ნიშნებს, ამიტომაც საკითხის დამატებით შესწავლა არის საჭირო. ეს პასუხი კი იმაზე მიუთითებს, რომ მარეგულირებელი ორგანო კომპანია Adobe-ს მონოპოლად განიხილავს, რომელიც ბაზარზე პოზიციის გამყარებას შედარებით მცირე ზომის კონკურენტების შესყიდვით ცდილობს.

შეგახსენებთ, რომ ამ ორი კომპანიის შერწყმის შესახებ ცნობები ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში გავრცელდა, თუმცა მას შემდეგ საგამოძიებო პროცესი მიმდინარეობდა, რომელმაც, როგორც ჩანს, გარიგება ჩაშლამდე მიიყვანა. წესით, გარიგების დასრულების შემდეგ, Adobe-ს პორტფელში უნდა გადასულიყო Figma-ს ინოვაციური პლატფორმა, რომელიც დეველოპერებს აპლიკაციის შექმნაში და პრეზენტაციაში ეხმარება, თუმცა ასე აღარ მოხდება.

რაც შეეხება Adobe-ს, ეს კომპანია საფონდო ბირჟაზე 266 მილიარდ დოლარადაა შეფასებული და ის ისეთ მოთხოვნად სერვისებს ფლობს, როგორიცაა: Photoshop, After Effects და Premier Pro.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.