მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Adobe-სა და Figma-ს $20-მილიარდიან გარიგებას ევროკავშირის მარეგულირებელი განიხილავს

adobe

ევროკავშირის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა Adobe-სა და Figma-ს $20-მილიარდიანი გარიგების შესწავლის პროცესის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.

მარეგულირებლის განმარტებით, საბოლოო გადაწყვეტილება 5 თებერვალს გახდება ცნობილი, მანამდე კომპანიებს შერწყმის უფლება არ ექნებათ. როგორც ოფიციალური უწყების წარმომადგენლები ამბობენ, შესწავლის პროცესის გაჭიანურება გარიგების კომპლექსურობამ განაპირობა, რადგან ის ბევრ სადავო ასპექტს მოიცავს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის სექტემბერში კომპანია Adobe-მ Figma-ს 20 მილიარდ დოლარად შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. გარიგების დასრულების შემდეგ, Adobe-ს პორტფელში უნდა გადასულიყო Figma-ს ინოვაციური პლატფორმა, რომელიც დეველოპერებს აპლიკაციის შექმნაში და პრეზენტაციაში ეხმარება.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის წარმომადგენლები გარიგების განხორციელებაზე თანახმა არიან, ევროკავშირის მარეგულირებელი ორგანო ჯერაც აჭიანურებს მწვანე შუქის ანთებას, რაც ზოგადად ტექნოლოგიური გიგანტების მხრიდან შესყიდვის პოლიტიკაზე გამკაცრებულ ზედამხედველობაზე მიუთითებს.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები