ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ადრეული დიაგნოსტიკა აუცილებლად იქნება ერთ-ერთი საკვანძო და ცენტრალური მიმართულება, რაზეც მომდევნო პერიოდში სახელმწიფო გაამახვილებს ყურადღებას. ამის შესახებ მან პარლამენტში, “მინისტრის საათის“ ფორმატში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„გვაქვს ე.წ. სკრინინგის შედარებით დაბალი მაჩვენებელი საშუალო ევროპულ მაჩვენებელთან შედარებით, მიუხედავად ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირებული დადებითი დინამიკისა. ეს მიმართულება აუცილებლად იქნება ერთ-ერთი საკვანძო და ცენტრალური მიმართულება, რაზედაც მომდევნო პერიოდში სახელმწიფო გაამახვილებს ყურადღებას, რადგან ადრეული დიაგნოსტიკა განსაკუთრებით ონკოლოგიაში არის ის, რაც რეალურს ხდის გამოთქმას - კიბო განაჩენი არ არის“, - თქვა მიხეილ სარჯველაძემ.