"აზერბაიჯანის რკინიგზის" შვილობილი ADY Container-ი საზღვაო ხაზებთან Maersk -სა და COSCO-სთან პარტნიორობით ახალი პროექტების განხორციელებაზე აცხადებს.
Trend-ის ინფორმაციით, საუბარია საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით ტვირთების ტრანზიტზე.
Maersk -ისა და ADY Container-ის პარტნიორობით მოხდება ტვირთის მიწოდება ესპანეთიდან ყაზახეთისთვის. კერძოდ, Maersk -ი ფოთის პორტში უზრუნველყოფს თევზის საკვების კონტეინერების ჩამოტანას, რომელიც რკინიგზით მიეწოდება ბაქოს პორტს და შემდეგ გაიგზავნება გემით აქთაუში.
რაც შეეხება COSCO-სთან პარტნიორობას - ყაზახეთიდან კონტეინერები გაიგზავნება ფოთში, საიდანაც მეტალურგიული პროდუქციით დატვირთული კონტეინერების მიწოდება მოხდება იტალიაში.
Maersk-თან და COSCO-სთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადაზიდული სატრანზიტო ტვირთების მოცულობის გაზრდას, ასევე დამატებით ტვირთების მოზიდვას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გამავალ მარშრუტებზე“, - ნათქვამია ADY Container-ის განცხადებაში.