მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„აეროფლოტის“ საინფორმაციო სისტემა ჰაკერებმა გატეხეს - მოსკოვიდან 50-მდე ავიარეისი გაუქმდა

აეროფლოტი

„აეროფლოტის“ საინფორმაციო სისტემის ხარვეზებზე პასუხისმგებლობა ჰაკერების ჯგუფმა Silent Crow-მ, ბელორუსულ დაჯგუფება „კიბერპარაზიტები BY”-სთან ერთად აიღო, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოქმედებს.

დღეს დილით, რუსულმა ავიაკომპანია "აეროფლოტმა" საინფორმაციო სისტემაში არსებული ხარვეზების გამო რეისების გაუქმების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. შედეგად, ავიაკომპანიამ მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტში 50-მდე ავიარეისი გააუქმა.

ჰაკერების დაჯგუფების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჰაკერები ერთი წლის განმავლობაში ავიაკომპანიის კორპორაციული ქსელის შიგნით იმყოფებოდნენ და „ფრენების ისტორიის მონაცემების ბაზების მთელი მასების მიღება და გადმოტვირთვა“ შეძლეს. მათივე განცხადებით, მათ 7000 ფიზიკური და ვირტუალური სერვერი გაანადგურეს და 20 ტერაბაიტის მონაცემები მოიპარეს. ასევე მათ მოიპოვეს წვდომა თანამშრომლების კომპიუტერებზე, მათ შორის ხელმძღვანელების, საუბრების აუდიოჩანაწერებისა და მეთვალყურეობის სისტემებზე.

RBC წყაროზე ტრანსპორტთან დაკავშირებული ერთ-ერთი IT სტრუქტურის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, შეტევა განხორციელდა, რასთან დაკავშირებითაც რედაქციამ „აეროფლოტს“ კითხვებით მიმართა.

Silent Crow-ში წლის დასაწყისში „როსრეესტრისა“ და „როსტელეკომის“ სისტემებზე თავდასხმის შესახებ აცხადებდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები