მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აეროპორტების აეროდრომებისთვის ამინდზე დაკვირვების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდება

ბათუმის აეროპორტი

მთავრობამ 2026-2027 წლებში საერთაშორისო და ადგილობრივი აეროპორტების აეროდრომებისთვის ამინდზე დაკვირვების შესყიდვაზე ტენდერის გამოცხადებაზე თანხმობა გასცა.

ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულების მიხედვით, აეროდრომებისთვის ამინდზე დაკვირვების ავტომატიზებული სისტემების კონსოლიდირებულ ტენდერებში წინადადების წარდგენის საფასური 5 000 ლარი იქნება.

„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უზრუნველყოს საქართველოს საერთაშორისო და ადგილობრივი აეროპორტების აეროდრომებისთვის ამინდზე დაკვირვების ავტომატიზებული სისტემების (თანამდევი მომსახურებით) სახელმწიფო შესყიდვის 2026-2027 წლების კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის ჩატარებისათვის კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი, ტექნიკური და ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება", - წერია განკარგულებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები