მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აეროპორტების გაერთიანება 1.6 მლნ ლარის მარკეტინგულ ღონისძიებების გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს

ასაფრენ-დასაფრენი ზოლი

აეროპორტების გაერთიანება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სთხოვს სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებების ჩასატარებლად გამარტივებული შესყიდვების უფლება მისცეს. მარკეტინგული აქტივობები ჯამური ღირებულება 1655000 ლარს შეადგენს.

შესყიდვის ობიექტების ჩამონათვალი ასეთია:

  • საერთაშორისო ფორუმებზე, კონფერენციებსა და გამოფენებზე დასწრება და მონაწილეობის მიღება - საწევრო ორგანიზაციების მომსახურებები - 200 000 ლარი;
  • აეროპორტებისა და მისი სერვისების პოპულარიზაცია, საპრომოციო მასალები და ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა ბაზარზე - 350 000 ლარი;
  • საპრომოციო მასალა - 200 000 ლარი;
  • ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბრენდინგი, ბრენდის სტრატეგიის შექმნა - 200 000 ლარი;
  • სარეკლამო ვიდეორგოლის გადაღება, ვიდეომომსახურება - 250 000 ლარი;
  • გადაღება - 115 000 ლარი;
  • ფოტომომსახურება - 50 000 ლარი;
  • სოციალური მედიის კონტენტის შესაქმნელად შესაბამის ბაზებთან წვდომა - 5 000 ლარი;
  • სოციალური მედია პლატფორმების ინტერნეტ შესყიდვის გზით რეკლამირება - 100 000 ლარი;
  • საავიაციო ინდუსტრიასთან დაკავშირებული საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობის ყოველწლიური მოსაკრებელი - 30,000 ლარი;
  • ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურება - 20 000 ლარი;
  • სასტუმროში შეხვედრების, პრესკონფერენიების ორგანიზება 30,000 ლარი;
  • გასართობი მომსახურება - 55,000 ლარი;
  • ახალი ამბების სააგენტოების მომსახურება - 50 000 ლარი.

შესყიდვების სააგენტოსთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ კომპანია გეგმავს სხვადასხვა ტიპის მარკეტინგული აქტივობის განხორციელებას და კამპანიის წარმოებას ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზრებზე.

აეროპორტების გაერთიანება მასში შემავალი აეროპორტების პოპულარიზაციის, ბრენდის განვითარების, პოზიტიური პოზიციონირებისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, თანამშრომლობს სხვადასხვა ფესტივალებთან. წერილში ნათქვამია, რომ ვინაიდან მსგავსი ტიპის პროექტების ვადების განსაზღვრა და შესაბამისი აღსრულება არ არის დამოკიდებული აეროპორტების გაერთიანებაზე, შემჭიდროებული ვადებიდან გამომდინარე, არსებობს რისკი იმისა, რომ ტენდერის ფარგლებში ვერ მოესწროს აეროპორტის შესაბამისი პოზიციონირება ფესტივალებზე და შესაბამისად რისკის ქვეშ აყენებს ზოგადად დასწრების საკითხს.

"ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, მოგვცეთ თანხმობა სახელმწიფოებრივი და
საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით,
საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობებზე მონაწილეობის მიღებასთან, საქართველოს აეროპორტების
გაერთიანების კომპლექსური სარეკლამო კამპანიების წარმოებასთან, პრეზენტაციების გამართვასა და
სხვადასხვა სახის საპრომოციო/საინფორმაციო აქტივობების განხორციელებასთან დაკავშირებული, ასევე მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და კვლევების განხორციელების მიზნით საქონლისა და
მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები (მათ შორის, ინტერნეტ შესყიდვები) განვახორციელოთ
გამარტივებული შესყიდვის საშუალებით", - ვკითხულობთ შესყიდვების სააგენტოს საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები