მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის აეროპორტში VIP Lounge-ის მოწყობაზე ინტერესთა გამოხატვას აცხადებს

64ba6e36852f3
მარიამ ვარადაშვილი
21.07.23 15:49
1007
აეროპორტების გაერთიანებამ ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა ქუთაისის აეროპორტში VIP Lounge-ის სივრცე მოწყობასა და ოპერირებაზე.

VIP Lounge უნდა განთავსდეს გაფრენის დარბაზში [სარეჟიმო ტერიტორია] პირველ და მეორე სართულზე მდებარე დაახლოებით 270 კვ. მეტრ ფართში. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები ბიზნეს მოდელის თაობაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას თანამშრომლობას შესთავაზებენ, არაუგვიანეს 19 აგვისტოსი უნდა წარადგინონ.

აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, კომპანიას, რომელიც წინადადებას წარადგენს მინიმუმ ერთ საერთაშორისო აეროპორტში მსგავსი საქმიანობის მინიმუმ გამოცდილება უნდა ჰქონდეს. ამას გარდა, დაინტერესებულმა პირებმა წინადადებების წარმოდგენა უნდა უზრუნველყონ, ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტის გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. თავის მხრივ აეროპორტების გაერთიანება“ წარმოდგენილ წინადადებებს განიხილავს, წინადადებების მიღების ვადის ამოწურვიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები