მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

I კვარტალში ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 61%-ით გაიზარდა

642fd08ace81a
მარიამ ვარადაშვილი
07.04.23 12:15
544
2023 წლის მარტში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 72%-ით გაიზარდა. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მარტში აეროპორტით 91 802 მგზავრმა ისარგებლა. (2019 წლის მარტი 53,316 მგზავრი). მგზავრთნაკადის გარდა, მარტში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების რაოდენობის კუთხითაც ზრდა იყო. მარტში აეროპორტში რეისები 64%-ით გაიზარდა და 304 რეისს მოემსახურა. ( 2019 წლის მარტი - 185 რეისი). სამი თვის ჭრილში კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 256 213 მგზავრსა და 854 რეისს მოემსახურა. მგზავრთნაკადი და რეისების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 61%-ით გაიზარდა.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს.

2023 წლის ივნისიდან ავიაკომპანია WIZZ AIR ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს და რეგულარული რეისების შესრულებას მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით დაიწყებს. 2023 წლის 4 ივნისიდან კი ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyArystan პირდაპირ რეგულარულ რეისებს ალმათი-ქუთაისი-ალმათის მიმართულებით შეასრულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები