პროგნოზების გაკეთება თბილისის აეროპორტის მმართველ კომპანიას უჭირს. მათი თქმით, დაელოდებიან როგორ განვითარდება მოვლენები მარტის ბოლომდე და შემდგომ ნაბიჯებს ამის მიხედვით განსაზღვრავენ. მათი თქმით, ტავ ჯორჯიას ავიარეისების შეჩერების შემდეგ, რათქმა უნდა, ზარალი მიადგა თუმცა, ერთადერთი, რასაც ტავ ჯორჯია საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს სამომავლოდ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებებში დახმარებაა. ტავ ჯორჯია ასევე მართავს ბათუმის აეროპორტს, სადაც, სხვათა შორის, მგზავრთნაკადის არათუ კლება, ზრდა ფიქსირდება, ზარალის მიუხედავად, ტავ ჯორჯია ბათუმის აეროპორტის გაფართოების სამუშაოებს არ აჩერებს და პირიქით, აქტიურ ფაზაში გადაჰყავს.


































