მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აეროპორტებში ხარვეზების აღმოფხვრაზე რეაგირება დაწყებულია

BM.GE
29.10.19 10:18
900
ეკონომიკის მინისტრმა ტავ ჯორჯიას ხარვეზების გამოსწორება დაავალა. ნათი ათურნავამ შენიშვნები თბილისის აეროპორტის მმართველ კომპანიას ადგილზე მისვლის შემდეგ გააცნო. ნათია თურნავას თქმით, საქართველო ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ბაზარი და ქვეყანაა და პირველ რიგში, სწორედ აეროპორტებმა უნდა წარმოაჩინოს ჩვენი რეალური სახე, რომლითაც სტუმრებს ვეგებებით.


ეკონომიკის მინისტრს ტავ ჯორჯიადან მალევე გამოეხმაურნენ. როგორც თეა ზაქარაძე აღნიშნავს, ტებერვლის ბოლომდე ყველა მიმდინარე თუ დაგეგმილი სარემონტო სამუშაოები დასრულდება. რაც შეეხება კონკრეტულ რეკომენდაციებს, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან იყო, ეს სველი წერტილების განახლებას ეხებოდა და ამასთან დაკავშირებით სარემონტო სამშაოები უკვე დაწყებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები