მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთს ბიჭვინთის აგარაკები გადაუფორმა

ბიჭვინთა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა, დღეს, დილის 6 საათზე, დაჩქარებული წესით დაამტკიცა “რუსულ-აფხაზური შეთანხმება” ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის შესახებ. აფხაზური მედიის ინფორმაციით, დოკუმენტს მხარი 28 დეპუტატიდან 25-მა დაუჭირა.

ე.წ. ოპოზიციისა და საზოგადო მოღვაწეების განცხადებით, გადაწყვეტილება “სირცხვილია”. მათი თქმით, “პარლამენტმა კანონი უგულებელყო და ის აფხაზეთის კონსტიტუციაზე მაღლა დადგა”.

მოქალაქეები სოხუმში, ე.წ. პარლამენტთან კვლავ შეკრებილები არიან. მათი სამოქმედო გეგმა ჯერ უცნობია, თუმცა გუშინ აცხადებდნენ, რომ იქამდე არ დაიშლებიან, სანამ ხალხის სასარგებლო გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები