მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი იქნება

ლევან მგალობლიშვილი

"ქართული ოცნების" დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე იქნება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მისი კანდიდატურა უკვე წარადგინა.

ინფორმაცია BMG-ის აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში დაუდასტურეს, სადაც პლენარული სხდომა გაიმართა. მას თავად ლევან მგალობლიშვილი ესწრებოდა. საბჭოს წევრის თქმით, ლევან მგალობლიშვილმა ორი კვირის ვადაში სამთავრობო გუნდი და პროგრამა უნდა შეიმუშაოს. ის ირაკლი კობახიძეს უნდა წარედგინოს, პრემიერ-მინისტრის თანხმობის შემთხვევაში, ლევან მგალობლიშვილს უზენაესი საბჭო პლენარულ სხდომაზე მოუსმენს და მხარს დაუჭერს.

ცნობისთვის, მგალობლიშვილი "რუსული კანონის" მხარდამჭერია. ის სოხუმში დაიბადა.

აფხაზეთის მთავრობას 2019 წლიდან დღემდე რუსლან აბაშიძე ხელმძღვანელობდა. მან თანამდებობა დღეს დატოვა. გადადგომის მიზეზი უცნობია.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, რუსლან აბაშიძის შემცვლელი კონსულტაციების შემდეგ შეირჩეოდა. მისი თქმით, პროცესი სწრაფად უნდა წარიმართოს და კანდიდატს გამოცდილებასთან, კომპეტენციასთან, კეთილსინდისიერებასთან ერთად გული უნდა შესტკიოდეს საქართველოსა და აფხაზეთზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები