მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აფხაზეთში "აგენტების კანონის" გაწვევას ითხოვენ

სოხუმი

ოკუპირებულ აფხაზეთში "უცხოური აგენტების შესახებ კანონს" ისევ აპროტესტებენ. საქმე ისაა, რომ ოკუპანტი რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს წლებია "აგენტების კანონის" მიღებას აიძულებს. აფხაზების პროტესტების ფონზე, კანონპროექტი კანონად ამ დრომდე ვერ იქცა.

"კავკაზსკი უზელის" ინფორმაციით, ე.წ. ოპოზიციამ დე ფაქტო მთავრობას მიმართა, "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტი უკან გაიტანოს.

მედიის ინფორმაციით, სხვადასხვა ორგანიზაციისა და პარტიების წევრები სოხუმში 10 აპრილს შეიკრიბნენ. მათ დადგენილება მიიღეს, რომლის შესასრულებლად ე.წ. ხელისუფლებას 10 დღე მიეცა. აფხაზები "აგენტების შესახებ" კანონპროექტთან ერთად, ბინებისა და აპარტამენტების სამართლებრივი რეგულირების, ცილისწამებისთვის სასჯელის გამკაცრების შესახებ პროექტების გაუქმებასაც ითხოვენ.

"თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, აფხაზეთის მოსახლეობას მოწოდებით მივმართავთ, უახლოეს მომავალში მონაწილეობა მიიღონ ეროვნულ შეკრებაში", - აღნიშნულია მათ მიერ მიღებულ დადგენილებაში.

კანონპროექტის თანახმად, არასამეწარმეო ორგანიზაციები უცხოური აგენტების ფუნქციების შემსრულებლები იქნებიან, თუ ისინი იღებენ ფულს ან სხვა ქონებას უცხოური წყაროებიდან იღებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები