დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგია დღეში მხოლოდ 4 საათი და 40 წუთი ექნებათ. ახალი გრაფიკით, მთელ ტერიტორიაზე დენი 7 საათით გაითიშება, გვიან ღამის საათებში კი გათიშვა არ იგეგმება.
დე ფაქტო მთავრობის ინფორმაციით, აფხაზეთის სკოლებში საგაკვეთილო საათების შემცირება 45 წუთიდან 35-მდე იგეგმება. ანალოგიური სიტუაციაა საბავშვო ბაღებში.
გალისა და ტყვარჩელის ე.წ. ხელმძღვანელების ინფორმაციით, კრიტიკული ვითარებაა საავადმყოფოებში. იმისთვის, რომ ტყვარჩელის საავადმყოფომ იმუშაოს, თვეში 2 მილიარდი რუბლია საჭირო, აღნიშნული თანხა კი ე.წ. ბიუჯეტში არ არის.
რაც შეეხება გალის საავადმყოფოს. იქ არ მუშაობს ულტრაბგერითი აპარატი, რენტგენის აპარატი და დიაგნოსტიკისთვის საჭირო სხვა აღჭურვილობა.
ცნობისთვის, რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა. ამასთან, მოსკოვი დე ფაქტო მთავრობას ელექტროენერგიას უფასოდ აღარ აძლევს.
აფხაზეთში, სადაც გაზიფიცირება არ არის, მოსახლეობა გათბობას დღეში მხოლოდ 4 საათი შეძლებს,