მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აფხაზეთში სურთ, დაზღვევის გარეშე მოსიარულე რუსი მძღოლებისთვის საჯარიმო თანხები გაიზარდოს

აფხაზეთი

"მანქანის დაზღვევის არარსებობისთვის რუსებისთვის ჯარიმა 4-5 ათას რუბლამდე ($45-56) უნდა გაიზარდოს", - ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. ეროვნული კომპანიის "დაზღვევის გარანტი" დირექტორმა, ახრა ქეცბამ განაცხადა. მისი თქმით, ჯარიმის ღირებულების გაზრდა აუცილებელია.

"საჯარიმო თანხა, რომელიც რუსულნომრიან მანქანებზე ახლა 600 რუბლია ($6.77) , 5000 რუბლამდე ($56) უნდა გაიზარდოს", - განაცხადა ახრა ქეცბამ.

ოკუპირებულ აფხაზეთში ავტომობილების დაზღვევის შესახებ ე.წ. კანონი 2006 წელს მიიღეს. ქეცბას თქმით, დაბალი გადასახადი მძღოლებს სტიმულს აძლევს, აფხაზეთის ტერიტორიაზე მათი ავტომობილები არ დააზღვიონ.

BMG არის თქვენი სანდო წყარო, სადაც ნახავთ ყველაზე აქტუალურ სიახლეებს საქართველოში ახალი ამბები საქართველოში რუბრიკაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები