მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აფხაზი ე.წ. დეპუტატის სახლს სოხუმში ცეცხლი გაუხსნეს

ხარაზიას სახლი

აფხაზი ე.წ. დეპუტატის, ვახტანგ გოლანძიას მკვლელ ე.წ. პარლამენტარ ადგურ ხარაზიას სახლს ცეცხლი გაუხსნეს. "აფხაზური ტელევიზიის" ინფორმაციით, ხარაზიას სახლს მოძრავი "მაზდას" მანქანიდან ესროლეს.

აღნიშნული ფაქტი, შესაძლოა, 19 დეკემბერს მომხდარ ფაქტს უკავშირდებოდეს. ადგურ ხარაზიამ მაშინ ე.წ. დეპუტატებს, ვახტანგ გოლანძიასა და კან კვარჭიას, ე.წ. პარლამენტის შენობაში ესროლა. გოლანძია გარდაიცვალა, კვარჭია კი, რომლის სიცოცხლესაც საფრთხე არ ემქრება, ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

ადგურ ხარაზია მკვლელობის შემდეგ, იმალება. უცნობია, იმყოფებოდა თუ არა ის დღეს სახლში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები