მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა აფხაზური პასპორტის აღიარებას ითხოვს

642fe415ca127
გიგა ბენია
07.04.23 13:32
1068
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე, ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობამ აფხაზური პასპორტების აღიარება მოითხოვა. კერძოდ, მათ სურთ, აფხაზური პასპორტებით მსოფლიოში გადაადგილების შესაძლებლობა მიეცეთ. ინფორმაციას დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"ჰუმანიტარული საკითხების განხილვისას, აფხაზურმა მხარემ კიდევ ერთხელ აფხაზური პასპორტებით მსოფლიოში გადაადგილების შესაძლებლობის მიღების საკითხი დააყენა. ამასთან, შეხვედრაზე განიხილებოდა განათლების წვდომის, სამედიცინო უზრუნველყოფისა და სხვა აქტუალური საკითხები", - აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც დე-ფაქტო სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, აფხაზებმა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობის განახლების მზაობა დაადასტურეს. მათი ინფორმაციით, ქართულმა მხარემ აღნიშნულზე უარი განაცხადა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი 4 აპრილს გაიმართა. შემდეგი შეხვედრა ივლისშია დაგეგმილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები