მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგარის შაქრის ქარხანა სახელმწიფოს ხელშეწყობით აპრილში ამოქმედდება - ნიკოლოზ ნათბილაძე

ადგილობრივი წარმოება

აგარის შაქრის ქარხანა წელსაც სახელმწიფო ხელშეწყობით, აპრილიდან ამოქმედდება და წლის ბოლომდე იმუშავებს - ამის შესახებ აგარის შაქრის კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრმა ნიკოლოზ ნათბილაძემ BM.GE-ის განუცხადა.

მისი თქმით, აგარის შაქრის ქარხანაში რემონტი მიმდინარეობს.

„ეს გეგმური რემონტია, რომელიც ყოველწლიურად კეთდება ხოლმე. მობილიზებულია მუშა-მოსამსახურე ხალხი, ქარხნის გახსნისთვის მზადყოფნა არის და ალბათ აპრილის ბოლომდე ქარხანა გაიხსნება და მოგვიწევს მისი ამუშავება წლის ბოლომდე სახელმწიფოს მხარდაჭერით, როგორც აქამდე ხორციელდებოდა სპეციალური ტარიფები ენერგომატარებლებზე და სატრანსპორტო კუთხით, შესაბამისად, ქარხანა იმუშავებს და შაქრის მარაგები ქვეყანაში დეფიციტური არ იქნება. როგორც აქამდე „აგარის შაქარი“ გააგრძელებს თავისი წვლილის შეტანას ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში“, - განმარტა ნათბილაძემ და დასძინა, რომ ქართულ, ადგილობრივ წარმოებას ხელისუფლება გვერდში უდგას“.

ცნობისთვის: 2017 წლის ნოემბერში "აგარის შაქრის" ქარხანამ მუშაობა შეწყვიტა და საერთაშორისო ბაზარზე ნედლეულისა და თეთრი შაქრის ფასების ცვლილების გამო კონსერვაციის რეჟიმში გადავიდა. უმუშევრად დარჩენილი ქარხნის თანამშრომლების საპროტესტო აქციების შემდეგ, ბიზნესომბუდსმენის აპარატის და პროფკავშირების ჩართულობით, სახელმწიფოსთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, 2018 წელს ქარხანა კონსერვაციის რეჟიმიდან გამოვიდა და ივნისში სრული დატვირთვით ამუშავდა, თუმცა დროებით - 31 დეკემბრამდე. ამის შემდეგ შაქრის ადგილობრივი წარმოება გარკვეული ციკლურობით მუშაობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები