მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აგარის შაქრის" ქარხანამ მუშაობა განაახლა

ადგილობრივი წარმოება

"აგარის შაქრის" ქარხანამ მუშაობა განაახლა. ამის შესახებ ინფორმაცია BMG-ის კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრმა, ნიკოლოზ ნათბილაძემ დაუდასტურა.

აღსანიშნავია, რომ ქარხანაში გეგმური რემონტი მიმდინარეობდა და ამუშავების სავარაუდო პერიოდად აპრილი სახელდებოდა.

ცნობისთვის: 2017 წლის ნოემბერში "აგარის შაქრის" ქარხანამ მუშაობა შეწყვიტა და საერთაშორისო ბაზარზე ნედლეულისა და თეთრი შაქრის ფასების ცვლილების გამო კონსერვაციის რეჟიმში გადავიდა. უმუშევრად დარჩენილი ქარხნის თანამშრომლების საპროტესტო აქციების შემდეგ, ბიზნესომბუდსმენის აპარატის და პროფკავშირების ჩართულობით, სახელმწიფოსთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, 2018 წელს ქარხანა კონსერვაციის რეჟიმიდან გამოვიდა და ივნისში სრული დატვირთვით ამუშავდა, თუმცა დროებით - 31 დეკემბრამდე. ამის შემდეგ შაქრის ადგილობრივი წარმოება გარკვეული ციკლურობით მუშაობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები