აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა, ბათუმისა და ფოთის მიმართულებით, დამატებით რეისებს ნიშნავს. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
მოძრაობის განრიგი შემდეგნაირია:
თბილისი-ბათუმი - გასვლა 00:35, ჩასვლა 05:47
ბათუმი-თბილისი - გასვლა 00:45, ჩასვლა 05:50
დამატებითი რეისები 14,15,17, 18 აპრილს შესრულდება.
რაც შეეხება ფოთის მიმართულებას, განრიგი იქნება შემდეგნაირი:
თბილისი-ფოთი - გასვლა 08:45, ჩასვლა 14:10
ფოთი-თბილისი - გასვლა 16:25, ჩასვლა 21:50.
დამატებითი რეისები შესრულდება 13,14,15,17,18 აპრილს.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია, რკინიგზის ვებგვერდის საშუალებით, ასევე, სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში და საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.