„უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა. ცვლილებები მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის წარდგენის წესებს უკავშირდება. გამოცემულ ბრძანებას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აწერს ხელს. საკანონმდებლო მაცნეზე არსებული მონაცემების თანახმად, იუსტიციის სამინისტრო რეგისტრაციისას აღარ ითხოვს თანხის მიმღები პირის პირადი ნომრის წარდგენას, თუმცა კვლავინდებურად ძალაშია გაცემული ხელფასების და საბანკო მონაცემების შესახებ მონაცემების შევსება. რუსული კანონის კონსტიტუციურობის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს. საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების და არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების სარჩელების თანახმად, ეს კანონი კონსტიტუციას არღვევს, ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციის გაცხადებულ კურსს და მნიშვნელოვნად ლახავს მოქალაქეთა პირად სივრცეს. სასამართლომ ამ საქმეზე განმწესრიგებელი სხდომა უკვე გამართა. ერთ-ერთი საკითხი, რაც სადავო იყო თანამშრომელთა პერსონალური მონაცემების გასაჯაროებას შეეხებოდა. საჩივრის ავტორები და მოქალაქეები სასამართლოს გადაწყვეტილებას - აჩერებს თუ არა კანონის მოქმედებას საკითხზე განხილვის დასრულებამდე - 20 დღეზე მეტია ელოდებიან.
სტუმარი: ნიკა სიმონიშვილი - იურიდიული სააგენტო იუნითი, მმართველი პარტნიორი;