მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აღარ მიმყავს მოამბე 18:00 საათზე" - ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, 4 თებერვლიდან, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი "მოამბის" წამყვანი აღარ არის. როგორც ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში დაწერა, ოფიციალურ მიზეზად დასახელდა ის, რომ მისმა ორმა პროდიუსერმა, დღეს, სამეურვეო საბჭოს სხდომაზე უარი განაცხადა მასთან მუშაობაზე.

არხის მიერ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში ვკითხულობთ, რომ სიტუაციის ნორმალიზებამდე მას "აღარ ევალება მოამბის წაყვანა".

"მე აღარ მიმყავს მოამბე 18:00 საათზე.

ოფიციალური პოზიცია

- როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეს გამართულ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე "მოამბის" პროდიუსერებმა, თქვენს მიერ საჯაროდ (მათ შორის ეთერში) გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია და თქვენთან, როგორც "მოამბე"-ს წამყვანთან, მუშაობის გაგრძელებაზე განაცხადეს უარი.

აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, თანამშრომელთა შორის არსებული და შესაძლო სამომავლო დისკომფორტის, დაძაბული და არაჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნის/გაუარესების საფრთხის თავიდან აცილების, ასევე მაუწყებლის კანონისმიერი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 4 თებერვლიდან, არსებული გართულებული ვითარების ნორმალიზებამდე, დროებით აღარ დაგევალებათ საინფორმაციო გამოშვება "მოამბე"-ს წამყვანის ფუნქციის შესრულების ვალდებულება",- წერს საზოგადოებრივი მაუწყებელი თანამშრომელს.

დღეს, "მოამბე" 18:00 საათზე მარიამ ვაშაძემ წაიყვანა.

ცნობისთვის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ბოლო 2 თვის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის ერთ-ერთი მონაწილეა და ის საკუთარ პოზიციას პირდაპირ ეთერშიც ხშირად გამოხატავს. ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ვასილ მაღლაფერიძეს საზმაუს სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენაში ადანაშაულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები