მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აღარ თოვს, სამაშველო ოპერაციებში ვერტმფრენი ჩაერთო - მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი

ჟორჟოლიანი

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესების პირობებში, სამაშველო ოპერაციებში ვერტმფრენი ჩაერთო.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სპეციალური დანაყოფი ვერტმფრენის მეშვეობით აღმოუჩენს დახმარებას ადამიანებს, რომელთა სოფლებში მისვლაც ჯერ ისევ რთულია.

„ძირითადი მაგისტრალები თითქმის უკვე გაწმენდილია, რაც შეეხება შიდა საუბნო გზებს, ეს არის შიდა სოფლის გზები, აქ მუშაობა ძალიან რთულია. ვცდილობთ, მივიდეთ ყველა სოფლის ცენტრში და ცენტრალურ ნაწილში, სადაც ძირითადად არის ხოლმე განთავსებული ადმინისტრაციული შენობები, როგორიც არის ბაღი, სკოლა, მოვახდინოთ ბაზირება, საიდანაც მერის წარმომადგენლები მედიკამენტებს და სურსათს მიაწვდიან მოსახლეობას, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. სამივე მუნიციპალიტეტში ჩამოვიდა აუცილებელი პირველადი მოხმარების საგნებით დატვირთული რამდენიმე ტრაილერი, რომელიც ასეთ პირობებში აუცილებელია “, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

შსს-ის ინფორმაციით, ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტის სოფლებში, არსებული ვითარების მონიტორინგი ვერტმფრენიდან განახორციელეს.

"მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე, დღეს დილიდან, დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოებში, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. ვერტმფრენი, საჭიროებისამებრ სამაშველო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის პირველადი საჭიროების ნივთებისა და საკვების მიწოდებას", - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები