მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აღარ უნდა ვეცადოთ გავხდეთ ევროპელებზე დიდი ევროპელები ეკონომიკის რეგულირებაში - ლექსო ალექსიშვილი

ლექსო ალექსიშვილი

მთავრობა კანდიდატი ქვეყნებისთვის შემუშავებული მეთოდოლოგიით ევროკავშირის ეკონომიკური რეფორმების გეგმის დოკუმენტზე მუშაობს. სამუშაო პროცესი და თავად დოკუმენტი ამ დრომდე მიუწვდომელია.

PMCG-ის გენერალური დირექტორი BMGTV-ის გადაცემაში ,,წერტილი" აცხადებს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია დოკუმენტის შექმნასა და შემდგომ მონიტორინგში საზოგადოების ფართო ჯგუფების ჩართულობა.

ლექსო ალექსიშვილის თქმით, ამაზე მნიშვნელოვანი ამ ქვეყანაში არც არაფერი ხდება და შემდგომ წლებშიც ვერაფერი მოხდება.

"დოკუმენტზე მუშაობაში აუცილებლად უნდა მიიღოს ყველა მხარემ მონაწილეობა. ამაზე მნიშვნელოვანი ამ ქვეყანაში არაფერი ხდება და არ მოხდება მომავალი წლების განმავლობაში. ცხადია, არ ვთვლი შიდა პოლიტიკურ მოვლენებს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც ოპოზიციური პარტიების, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის თანამონაწილეობა. ჩვენ, ბევრჯერ ვნახეთ და ერთგვარად ჩვენს მახასიათებლად იქცა, მიუხედავად იმისა ვინ არის ხელისუფლებაში განსაკუთრებული სწრაფვა არის ხოლმე გავხდეთ ევროპელებზე მეტი ევროპელები. მაგალითად, როცა მივიღეთ ასოცირების ხელშეკრულება, იყო დიდი ჟინის გამოხატვა ეკონომიკის რეგულირებისაკენ. ეს თავისთავად არ არის სწორი და ვერ იქნება ეფექტური, ეს აღარ უნდა გავაკეთოთ. მხოლოდ და მხოლოდ დააზიანებს პროცესს. ამიტომაა მნიშვნელოვანი, მიმდინარეობდეს ფართო დისკუსია ყველა მხარის ჩართულობით, განსაკუთრებით ბიზნეს ჯგუფები და ბიზნეს ასოციაციები.

იმის კვალობაზე და ფონზე რაც ახლა ქართულ ეკონომიკაშია, როგორიცაა ჩვენი სამეწარმეო უნარები იმის მიხედვით ეტაპობრივად უნდა შემოვიტანოთ ყველა დასანერგი ნორმა," - განაცხადა ლექსო ალექსიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები