მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აღმართონ თეთრი დროშა და იარაღი ჩააბარონ - ალიევის ადმინისტრაცია სომხებს

ალიევი

„აღმართონ თეთრი დროშა და იარაღი ჩააბარონ, უკანონო რეჟიმი უნდა დაიშალოს" - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ადმინისტრაცია სომხეთის მისამართით წერს. 

განცხადებაში წერია, რომ ანტიტერორისტული ღონისძიების შესაჩერებლად, სომხურმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა უნდა ჩააბარონ იარაღი, წინააღმდეგ შემთხვევაში ანტიტერორისტული ღონისძიებები ბოლომდე გაგრძელდება.

„აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს მზადყოფნას ევლახში შეხვდეს ჩვენი ქვეყნის ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წარმომადგენლებს. თუმცა, ანტიტერორისტული ღონისძიებების შესაჩერებლად, არალეგალურმა სომხურმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა უნდა აღმართონ თეთრი დროშა, ჩააბარონ ყველა იარაღი და უკანონო რეჟიმი უნდა დაიშალოს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ანტიტერორისტული ღონისძიებები ბოლომდე გაგრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები