მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ლუბლიანას ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია

ლუბლიანას ქუჩა

დიდუბის რაიონში, ლუბლიანას ქუჩაზე საგზაო მოძრაობა გადატვირთულია. თბილისის მერიის ინფორმაციით, შეფერხების მიზეზი აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაა, რის გამოც ვერ ხერხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც.

"მომხდარის გამო, მძღოლები ლუბლიანას ქუჩაზე გადაადგილდებიან, რაც აღნიშნული ტერიტორიის გადატვირთვას იწვევს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ავტოსაგზაო შემთხვევის აღმოფხვრის შემდეგ, სატრანსპორტო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში განახლდება", - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.