მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი" - EU-ის ელჩი "ოცნების" ბილბორდებს აფასებს

ევროკავშირის ელჩი ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის შეფასებით, "ქართული ოცნების" ბილბორდები, სადაც ომში მყოფი უკრაინის კადრებია ასახული, აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენია. ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინელები ყველა ჩვენგანისთვის იბრძვიან და დიდ პატივისცემას იმსახურებენ.

„უკრაინაში რუსეთი გაუმართლებელი, არალეგალური და მზარდად ბრუტალური შეჭრის შემდეგ, ჩვენ ავირჩიეთ მხარე, ვდგავართ უკრაინის გვერდით, ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით, იმიტომ, რომ უკრაინელები მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის, არ იბრძვიან, არამედ იბრძვიან ყველა ჩვენგანისთვის. ისინი იბრძვიან კანონზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგისთვის. ასე რომ, თუ მეკითხებით ამ ბილბორდებზე, ნება მომეცით გითხრათ, მე ვფიქრობ, რომ ისინი არის აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი. ჩვენ გვაქვს მშვიდობა უკრაინაში, საქართველოსა და ევროკავშირში უკრაინელი ხალხის მსხვერპლის წყალობით და ისინი იმსახურებენ ჩვენს უკიდურეს პატივისცემას“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები