მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“აღმოსავლეთ ევროპაში მსგავსი დონის ქარხანა არ არსებობს” - “ნიკორა ჯგუფი” ხორცპროდუქტების ახალ საწარმოს ხსნის

ნიკორა

მიმდინარე წლის სექტემბერში “ნიკორა ჯგუფი” ხორცპროდუქტების საწარმოს გახსნის. ამის შესახებ BMG-ს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ბოქოლიშვილმა განუცხადა.

“სექტემბერში ხორცპროდუქტების ახალ ქარხანას გავხსნით, რომლის მშენებლობაც დასრულების ეტაპზე გადავიდა. დამერწმუნეთ, რომ აღმოსავლეთ ევროპაში მსგავსი დონის ქარხანა არ არსებობს”, - განაცხადა “ნიკორა ჯგუფის” გენერალურმა დირექტორმა.

გარდა ამისა, მისი თქმით, კომპანიის 2024 წლის გეგმებში ფასიანი ქაღალდების გამოშვებაც შედის.

“ნიკორა ჯგუფის” ორ წარმომადგენელს, “სს ნიკორას” და “სს ნიკორა ტრეიდს” ფასიანი ქაღალდები 30-30 მილიონი ლარის ოდენობით უკვე გამოშვებული აქვს, თუმცა წელს “ნიკოლა ტრეიდის” ბონდებს ვადა გასდით. შესაბამისად, ვგეგმავთ ახალ ემისიას, რომელიც 60 მილიონი ლარის ოდენობის იქნება. ამით, ერთი მხრივ, ძველი ბონდების რეფინანსირება მოხდება, მეორე მხრივ კი, “ნიკორა ტრეიდი” საკმაოდ ინტენსიურად ვითარდება, შარშან 140 ახალი ფილიალი გავხსენით, წელს კი მინიმუმ 150 მაღაზიის გახსნას ვგეგმავთ - შესაბამისად, ეს თანხები ქსელის განვითარებაში ჩაიდება”, - ამბობს ბოქოლაშვილი.

“ნიკორა ჯგუფის” გენერალურმა დირექტორმა BMG-სთან ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობაც დააანონსა, რომელიც, მისი თქმით, წლის ბოლოდან დაიწყება და საქართველოში ყველაზე მასშტაბური ცენტრი იქნება. ლოგისტიკური ცენტრი 40 000 -ზე აშენდება და “ნიკორა ტრეიდის” მაღაზიათა ქსელს მოემსახურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები