სასტუმრო „შერატონ ბათუმი“ 15 იანვარს სასტუმროში მომხდარის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.
როგორც სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ განმარტავენ, სასტუმრო აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან და მზადაა შესაბამისი მოთხოვნის და დოკუმენტაციის საფუძველზე მიაწოდოს მას შესაბამისი საგამოძიებო მასალა.
„ჩვენი სტუმრებისა და თანამშრომლების უსაფრთხოება ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა აღნიშნულ ინციდენტს ვუდგებით სრული სერიოზულობით.
სასტუმრო აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან და მზადაა შესაბამისი მოთხოვნის და დოკუმენტაციის საფუძველზე მიაწოდოს მას შესაბამისი საგამოძიებო მასალა“,- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს თავს, სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" დეპუტატები დაესხნენ, რის შედეგადაც გიორგი გახარია ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია.




























